იმის გამო რომ ჩინოვნიკებს ხელფასები არ მოეწონათ, მძევლად აიყვანეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები – რატიანი ბორჯომის საკრებულოზე საუბრობს

უკონტროლო სიტუაცია – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ბორჯომის საკრებულოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„ის, რაც დღის მანძილზე ხდებოდა, არის უკონტროლო სიტუაცია ადმინისტრაციულ შენობაში და შეხლა-შემოხლა არ უნდა ხდებოდეს. სამხარეოს უფროსს შევთავაზე, რომ შესულიყო შიგნით და მოენახულებინა საკრებულოს წევრები. ძალიან დაგვიანებით მოქმედებს შს სამინისტრო. ამდენი ამბავი არ უნდა იყოს და ჩვენგან არ უნდა სჭირდებოდეთ მოწოდება, რომ კეთილი ინებონ და კონტროლის ქვეშ მოაქციონ სიტუაცია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან” – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიამრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ, ისინი სოციალურ დახმარებას მიიღებენ