10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

IMF: ახლო აღმოსავლეთის ომი მსოფლიოში ფასების მატებას გამოიწვევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა რეგიონის ქვეყნებს „სერიოზული შეფერხებები“ შეუქმნა, ხოლო მსოფლიო ეკონომიკისთვის ზრდის ტემპის შენელებისა და ფასების მატების რისკები გაზარდა.

ორგანიზაცია, რომელიც 190 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რამდენიმე კრიტიკულ მიმართულებაზე მიუთითებს:

ლოგისტიკური კრიზისი: შეიცვალა სავაჭრო და გადაზიდვის მარშრუტები, გახშირდა საჰაერო ტრაფიკის შეფერხებები და გაიზარდა მიწოდების ვადები.

ხარჯების ზრდა: მკვეთრად მოიმატა დაზღვევის ღირებულებამ, რაც საბოლოო პროდუქტის ფასზე აისახება.

ინფლაციური წნეხი: IMF აფრთხილებს მსოფლიოს, რომ ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების შენარჩუნება გამოიწვევს საწვავის ინფლაციას გლობალური მასშტაბით.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰორმუზის სრუტეს. ვინაიდან გლობალური სასუქების გადაზიდვების დაახლოებით მესამედი სწორედ ამ სრუტეზე გადის, მისი ბლოკირება ან შეფერხება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სოფლის მეურნეობას და იწვევს სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდას.

„ყველა ნიშანი მიუთითებს უფრო მაღალ ფასებსა და შენელებულ ეკონომიკურ ზრდაზე“, — ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის ახალი კურსი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები: მზად ვართ, ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ვიმუშავოთ