დატბორილი სახლები, ეზოები, საკარმიდამო მიწები, წაქცეული ღობეები, დაზიანებული ავეჯი და ტექნიკა – ასეთი ვითარებაა “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალი სახლებშია შესული, ასევე წყლის დინებამ წააქცია ღობეები.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მყოფი მოქალაქეებმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ორი საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.
მოქალაქეების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.















