იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარ სამმართველოში მხარის რწმუნებული მეხანძრე-მაშველებს და ოპერატორებს პირადად გაესაუბრა და მათ ქვეყნის ერთგულებისა და მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვულოცავ ყველა მეხანძრე-მაშველს პროფესიულ დღეს. ეს არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის ძალიან დიდი რისკის ფასად დგანან ჩვენი ქვეყნის და თითოეული თანამოქალაქის სადარაჯოზე. მათ ძალიან ბევრჯერ გამოავლინეს თავიანთი მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენ სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების მადლიერი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღესვე საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსს ვლადიმერ ჯღამაძეს მინისტრის ბრძანებით, სამსახურის უმწიკვლო შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა

banner
წინა სტატიაშიბოკერია: სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა
შემდეგი სტატიატელეწამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილთან რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად ტვ პირველი დატოვეს