იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმერეთის რეგიონთან თანამშრომლობის საკითხებზე.

უკრაინის ელჩმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია რეგიონის ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხსაც.

გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა და უკრაინის ელჩმა ასევე რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშინატო რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების დარვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გასცდება, აქტიურ შემზღუდვებზე მოგვიწევს ფიქრი – გაბუნია