იმერეთში, საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იმერეთში, საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, თოფიდან გარდაცვლილის ნათესავმა, არასრულწლოვანმა შემთხვევით გაისროლა.

“ამბობდნენ, რომ ბავშვი დაეცა და მეტი არაფერი. გვამი რომ დავათვალიერე, ჰქონდა გულის არეში ნასროლი. დავადგინეთ იმით, რომ იყო კანის მთლიანობა დარღვეული. ვივარაუდეთ, რომ, შესაძლოა, ყოფილიყო კისტის ტყვია”. – ამბობს საჩხერის რაიონული საავადმყოფოს თანამშრომელი ტელეკომოპანია პირველთან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ივანიშვილის ხელისუფლებაში არ არსებობს ერთი ადამიანიც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უბრალოდ ეტყოდა არას