30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სიცხისგან ასფალტი და ბეტონი დადნა
შემდეგი სტატიაზელენსკი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს