იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო

იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყო.

ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში დღეს 84 ადამიანი აიცრება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ელექტრონულ სისტემაში რეგიონის მასშტაბით 1 344 პირია დარეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის შეფასებით, საწყისი ეტაპისთვის ეს ნორმალური აქტივობაა. მისი თქმით, პარალელურად რეგიონში „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი მიმდინარეობს. გიორგაძის თქმით, ამ დროისთვის 350-მდე პირია აცრილი.

იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ერთი, ხოლო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის ორი პუნქტია გახსნილი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო – ლაილაში-ღუს გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან
შემდეგი სტატიააჭარაში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო