იმერეთში მცირეწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მამაკაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. 50 წლის კაცი გარყვნილ ქმედებას ნათესავის 5 წლის ბავშვთან ახდენდა და აიძულებდა მას შეხებოდა.

მას შემდეგ, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, ფაქტი გახმაურდა და მამაკაცი დააკავეს. დედამ კი მცირეწლოვანი შვილები სოფელს გაარიდა და საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა.

ახლობლების ინფორმაციით, მომხდარის გამო ბავშვმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მეზობლების თქმით, დაკავებული ზ.კ. ადრეც იყო ნასამართლევი. მას ბავშვის დედასთან კამათი მოუვიდა და მომხდარი სწორედ ამ მუქარას უკავშირდება.

მომხდარზე საუბარი არ სურთ დაკავებულის ახლობლებს, მათ გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში6-7 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
შემდეგი სტატია“თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი საზღვარგარეთ ვიზიტებისთვის იზრდება, მაშინ უნდა შეუკვეცონ” – გოცირიძე