იმერეთში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

იმერეთში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

როგორც ზვიად შალამბერიძემ “იმედის” ეთერში ჩართვისას განაცხადა, დღეს ჩატარებული 45 ანალიზიდან იმერეთში კორონავირუსზე ყველაზე პასუხი უარყოფითია.

“რაც შეეხება ბაღდათს, ჩვენ გუშინ უკვე დავიწყეთ ინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევა და დღეს მოხდა სკრინინგი, გასაუბრება და ა.შ. ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და დაინფიცირდა ქობულეთში, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ბაღდათში და ვისთანაც მას ქონდა კონტაქტი, ყველა თვითიზოლაციაშია და ორი გადაყვანილია კარანტინში”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, ეს არ არის მასშტაბური შემთხვევა და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 67 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა