იმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებულ ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გუშინ დაკავებული ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან მუკბანინის ოჯახის წევრები და თანასოფლელებები, ასევე აქციას შეუერთდნენ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეები.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ მუკბანიანს და ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

„როგორც ჩანს, გადამწყვეტ და დაძაბულ ფაზაში შედის ჩვენი ბრძოლა. როგორც ჩანს, ირაკლის დაკავება არის უპრეცენდენტო ფაქტი, რაც აქამდე განხორციელდა ჩვენს მიმართ. ალბათ, ყველაზე შეთითხნილი ვერსია, რაც ხელისუფლებას ჩვენი მისამართით მოუგონია. ნაამხვანში როცა აგვყარეს, მაშინ ჩვენ ჩაგვიდეს სასმელის და ლუდის ბოთლები, მერე სწორედ ჩადებული სასმელი გახდა საფუძველი აეღოთ კარვები და დღეს უკვე ვხედავთ უფრო მძაფრად და მხატვრულად დადგმულ პროვოკაციას და გეტყვით მარტივად რატომ არის დადგმული. ნახა საზოგადოებამ კადრები ხელის მოქნევის და ამას არავინ უარყოფდა, მაგრამ პოლიცია გამოირჩევა დიდი აგრესიით, როცა ვაბრახუნებთ, ამით ღიზიანდებიან და შეურაცხყოფით გამოირჩევიან როცა ღიზიანდებიან. ერთ-ერთი ასეთი შეურაცხყოფის დროს ირაკლიმ მოიქნია ხელი და მოხვდა პოლიციას. ყოველთვის გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებზე კომუნიკაცია პოლიციის მაღალჩინოსნებთან ვინც აქ მუშაობს. ის რომ ეთქვათ ჩვენთვის, რომ ირაკლის იბარებდნენ პოლიციაში მათ არ დასჭირდებოდათ სამი მიკროავტუბუსი სპეცრაზმის გაგზავნა სოფელში. ის რომ სპეციალურად მოახდინეს პროვოცირება და სასაფლაოზე იმყოფებოდა 10-მდე ადამიანი, სასაფლაოზე მოხდა გასროლაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ ადამიანს, სასამართლოსგან მიიღეს განჩინება დაკავებაზე, მაგრამ ჩვენთვის არ უთქვამთ არაფერი, როცა იციან, რომ ის ჩვენი აქტივისტი იყო. ჩვენთვის არავის მოუმართავს, სად იყო ირაკლი. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს პროცესი და გააშავოს ჩვენი მოძრაობა და ის წევრები რომლებიც ჩაბმულები არიან ამ პროცესში მოხდეს გამარგინალება და გაშავება ჩვენი მოძრაობის. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ დააბრალონ ადამიანს ის, რაც იმ ნაწილში არ არის უდანაშაულო. ხვალ შედგება სასამართლო როგორც ვიცით და აუცილებლად თითოეული ჩვენგან უნდა ვიყოთ იქ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეთ სასამართლოსთან. გადაწყვეტილებას იღებს რამდენიმე ადამიანი ხელისუფლების სათავეში და ყველა ინსტიტუტი არის ამის გამტარი მერე. არიან მოწმეებიც და თვითმხილველებიც რატომ მოხდა ხელის მოქნევა, მაგრამ მთავარი ახლა არის როგორ მოხდა მისი დაკავება. თითოეული ჩვენგანი ვიქნებით სამშობლოს და ჩვენი უფლებების სადარაჯოზე. ხვალ ყველას გელოდებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – წლის ბოლოსთვის არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში
შემდეგი სტატიადეგნანი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს მიშელის დოკუმენტს