იმერეთის რეგიონში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლიგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ. – ს მიაღწია.

მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.

იმერეთის მხარის სოფლების გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და დაზიანებულია გარე განათების ბოძები. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის შელახული კონსტიტუციური უფლება უნდა აღდგეს
შემდეგი სტატიაეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი დათმობა არ მოხდება, საქართველოს ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული, ასევე შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებს