13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

იმერეთის პოლიციამ უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ.  და იმავე წელს დაბადებული ა.დ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი  სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და  260-ე კვარტა  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ყახაზეთის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა