იმერეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული კ. ხ. და 1955
წელს დაბადებული ფ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
არარეგისტრირებული იარაღი – კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი
და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ფ.. ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს
ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო
ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
შემდეგი სტატიალევან კობერიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, უნდა გასამართლდეს