შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა
დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე
სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღები,
საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ
შორის: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი
შაშხანა, 100-მდე საბრძოლო ვაზნა, მჭიდი და ხელყუმბარა.
ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.















