იმერეთის პოლიციამ ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი:
1980 წელს დაბადებული ტ. გ. და 1986 წელს დაბადებული ი. ლ. ქუთაისში
დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
პოლიციამ, ტ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ი.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი
ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო
ვაზნა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა მხოლოდ ერთი სურვილით იმართება და ჯერ ზუსტი სახელი ვერ შევურჩიე, გარდა ჯადოქრობისა!
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს