იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ჯ.დ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის  განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ  ჯ.დ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“  რეალიზაციას ახდენდა.

პოლიციამ ჯ.დ.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია  საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი უარის შემდეგ თანაშემწე უკან დაბრუნების თხოვნით გამოგვედევნა ქუჩაში” – მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი 11 მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს