7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების
მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი
დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების
ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების
გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით
ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე
თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,
რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 ათასი აღსაზრდელისთვის, საახალწლოდ, სასაჩუქრე ნაკრებს 649 350 ლარად შეისყიდის
შემდეგი სტატიაზელენსკიმ რუბიოსთან უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და Starlink-ის საკითხები განიხილა