10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

Screenshot

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული დ.ა., 1980 წელს დაბადებული ა.პ. და 1983 წელს დაბადებული ზ.ტ. ქუთაისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 97 შეკვრად დაფასოებული „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულის და დაცვის პოლიციის თანამშრომლები დააკავა