30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით,  2 პირი
სხვადასხვა დროს დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ
გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
„მეთადონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშიუკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე – ნამსხვრევები რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოვარდა
შემდეგი სტატიააშშ 250 წლისაა- ამერიკის საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს