10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში
ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა