იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.ზ., ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ჭიათურის
მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად
ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი: კალაშნიკოვის სისტემის
“აკს”-ის და “აკმ”-ის ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა
ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილი 8
მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე,
“გეკოს” ფირმის თოფი, “ტულას” ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი
ცეცხლგამტარი ზონარი – ე.წ. ფითილი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ათი პაციენტი გამოჯანმრთელდა