5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით – 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს  ავრცელებს.

,,გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ  გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშარმანაშვილი – „ლელოს“ არანაირი რესურსი არ აქვს… იმედი აქვთ, რომ ისევ თავისი პატრონების ნებას აღასრულებენ
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის პოლიციის ყოფილი უფროსი მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე დაინიშნა