იმერეთის გუბერნატორის მრჩეველმა რაულ ქირიამ თანამდებობა დატოვა

2019 წლის 1 ოქტომბერს ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გამოწვევა დაიწყო: იმერეთი ჩემთვის უცხო არ იყო, თუმცა მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი, რომ ამ რეგიონის მიმართ ასეთი სენტიმენტები გამიჩნდებოდა. თავიდანვე მთელი მონდომებით დავიწყე მუშაობა და წინააღმდეგობების მიუხედავად, მაქსიმალურად ვეცადე ბევრი გამეკეთებინა, იმიტომ, რომ როგორც აქამდე, ახლაც საქმე იყო ჩემთვის მთავარი, სიამოვნებით ვაკეთებდი ყველაფერს და დაღლაც კი არ მიგრძვნია ხშირად დატვირთული სამუშაო დღის თუ დღეების მიუხედავად. როგორ გამომივიდა, თქვენ შეაფასეთ ცალკე თემაა ადამიანები, რომელიც გავიცანი, რომელთაც ვხდებოდი, რომლებთანაც საქმიანი შეხება მქონდა, ძალიან თბილი, შრომისმოყვარე და ერთგული ადამიანები. ქუთაისმა წლების წინ გარემოებების გამო დაკარგული ჩემთვის ძვირფასი ადამიანიც მაპოვნინა. ასე ნელ-ნელა იმდენად ახლობელი და საყვარელი გახდა ჩემთვის იმერეთი, განშორება ცოტა გაგვიძნელდება, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევების დროა.
რაც შეეხება ზვიად შალამბერიძეს, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი, ბევრი უნდა გვყავდეს ასეთი თანამდებობის პირი და ყველგან უნდა გვყავდეს, რომ საზოგადოებამ უფრო მეტად იგრძნოს ხელისუფლებასთან სიახლოვე, უფრო მეტად დაინახოს, რას ნიშნავს, როცა, შენზე როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე ზრუნავენ. მას შეუძლია ყველას პრობლემა თუ საფიქრალი საკუთარის მსგავსად მიიტანოს გულთან, იფიქროს ამაზე, ეცადოს მოგვარებას, გააკეთოს ყველაფერი თითოეული მოქალაქისთვის, ქალაქისთვის, სოფლისთვის, მუნიციპალიტეტისთვის, იყოს ყველგან, პირადად აკონტროლოს სად რა სამუშაო სრულდება და როგორ. მართლა დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ზვიად შალამბერიძეზე, ქუთაისზე, იმერეთზე, აბსოლუტურად ობიექტურად და ემოციურადაც.
მოკლედ, ჩემი და იმერეთის თითქმის ერთწლიანი სიყვარულის ისტორია ახლა აქ სრულდება  ვიცი, რომ ამ რეგიონს წინ კიდევ ბევრი წარმატება და განვითარება ელის, მე ეს ყოველთვის გულწრფელად გამეხარდება, აქ პატარა წვლილი ჩემიც იქნება და ამაზე ფიქრიც სასიამოვნოა.
წარმატებები ჩემო იმერეთო და მადლობა!

 

რაულ ქირია

banner
წინა სტატიაშიიური შვიტკინი: “ნოვიჩოკს” საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ
შემდეგი სტატიათამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია