იმერეთის გუბერნატორი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საბჭოების შექმნას გეგმავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში საბჭოების შექმნის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულ საბჭოებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები გაწევრიანდებიან და საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვაში ჩაერთვებიან.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, რეგიონს სტრატეგიული განვითარების გეგმა სჭირდება. “რეგიონს სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა. აუცილებელია ამ გეგმის შექმნაზე სამუშაო ჯგუფმა მალევე დაიწყოს მუშაობა. ამასთან, უნდა შეიქმნას მუნიციპალიტეტების საბჭოები, რათა გაიზარდოს მართვაში ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობა”, -განუცხადა ჟურნალისტებს  გუბერნატორმა.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, 12-ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსაც დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიქრონიკული დაავადებების მქონე ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის დღეიდან მედიკამენტებზე ფასები მცირდება
შემდეგი სტატიარაფაელ ნადალი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის შექებას იმსახურებს