იმერეთის გუბერნატორი ხვალ საგანგებო თათბირს გამართავს

17 სექტემბერს, 11:00 საათზე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდება. შეხვედრას, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება, ადგილობრივი გაზის კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შეხვედრაზე რეგიონში თითოეული გაზიფიცირებული ზონის შემოწმების შესახებ იმსჯელებენ.

“შემზარავი ფაქტი მოხდა ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი არის ნამწვით ახალგაზრდა ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს, ეს ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა.

იმისათვის, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად არ გამეორდეს მსგავსი ფაქტები, ხვალ დილიდან შეხვდები მუნიციპალიტეტების მერებს, დავგეგმავთ რეგიონში თითოეული გაზიფიცირებული ზონის შემოწმებას, რათა
თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგიკული ფაქტები და მოსახლეობა ამ მხრივ დაცული იყოს”, – აცხადებს იმერეთის გუბერნატორი.

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს, ისინი სავარაუდოდ, გაზის ნამწვით გარდაიცვალნენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პრემიერმინისტრობა არავის ემახსოვრება, მაგრამ ყველას ემახსოვრება ახალგაზრდების, 20 ივნისის პროტესტი
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე 20 სექტემბერს სირცხვილიას აქციას შეუერთდება