„იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული,”-მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბრიუსელში პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ცვლილების ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

„იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ცვლილების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ყველა იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელის საქართველოს პასპორტი აქვს, მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მნიშვნელოვანი ცვლილებით და შესაძლებლობით, რომელიც მონიჭებული იქნა ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც იმედს ვიტოვებ, რომ მხარს დაუჭერს საბჭო და პარლამენტი,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე წარდგენილია. მისი ინიციატორი ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრომოპოლუსია, რომლის საგანგებო პრესკონფერენცია ბრუსელში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიადიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესონ