,,იმედის მომცემია, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს – სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობას უხდის. პრეზიდენტი ასევე მადლიერებას გამოხატავს იმ სახელმწიფოების მიმართ, ვინც სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარება აღუთქვა.

“ჟურნალისტები ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ადევნებთ, თუ როგორ მუშაობს შტაბი და ტექნიკა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იყოს ლოკალიზებული. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს შეირაღებულ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაში. ამ რთულ მომენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ისიც, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს – სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. ამ მომენტში ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომლებიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ. ამ წუთებში ხდება ლოკალიზება იმ კერების, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა არის აუცილებელი. ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

https://youtu.be/Imz4u2kO6c8

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის ზონაში არსებულ ვითარება შეაფასა
შემდეგი სტატიაიან კელი: ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება