“იმედის” გენერალური დირექტორი შალვა რამიშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

„შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისთვის” ამზადებდა და ეთერში გადიოდა, ვაცხადებთ, რომ არხი ამ გადაცემებს ინარჩუნებს და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს“, - ნათქვამია „ტელეიმედის“ განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედის” წერილის საფუძველზე, არხსა და კომპანია შპს „აკორდს“ შორის არსებული ყველა ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა. შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ ამზადებდა და ასევე, გადაცემა „პოლიტიკაში“ შალვა რამიშვილის მონაწილეობას უზრუნველყოფდა. რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიისგან მიღებული წერილის საფუძველზე, აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე 50-ზე მეტ თანამშრომელს ხელშეკრულება უწყდება, რის შესახებაც შპს „აკორდი“წინასწარ გაფრთხილებული არ ყოფილა.

ტელეკომანია “იმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შალვა რამიშვილი განაგრძობს ცილისმწამებლურ კამპანიას ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ, რათა გადაფაროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზი.

“ბოლო კვირის განმავლობაში ბატონი რამიშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტელეიმედთან, მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ანგარიშის დაფარვაზე. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელზე მუშაობის პროცესშიც შალვა რამიშვილმა ტელევიზიის და თავისი ადვოკატების თანდასწრებით წერილობით დააფიქსირა, რომ მას “არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ტელევიზიის, მისი დამფუძნებლების, აფილირებული და დაკავშირებული პირების მიმართ”, არ გახსენებია რა ჩემს მიერ განხორციელებული ზეწოლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც დღეს აპელირებს.

ეთიკური და სხვა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა იმ ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც თათია სამხარაძემ მომასმენინა. მაგრამ რადგან შალვა რამიშვილმა პოლიტიკური დევნილის იმიჯის მორგება გადაწყვიტა, მე მოვითხოვ თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან გაასაჯაროვონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი. რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რაც მე მოვისმინე საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობა”,-ნათქვამია გიორგი ბახტაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომის დეტალებზე ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატია“ახლა მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირისაც”