„იმედი“ოპოზიციურ რელსებზე გადავა და ხელისუფლებაზე „წერტილოვან დარტყმებს“ განახორციელებს?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 6, 2016 23:23

„იმედი“ოპოზიციურ რელსებზე გადავა და ხელისუფლებაზე „წერტილოვან დარტყმებს“ განახორციელებს?

inga-ruxadzeრატომ ჩავარდა ოპერაცია „მაესტრო“ და რამ გაანაწყენა ირაკლი რუხაძე 

 

შალვა რამიშვილის „ტელეიმედიდან“ გაშვება, როგორც იტყვიან, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა, თუმცა ეს ფართო საზოგადოებისთვის, თორემ „თაიმერს“ ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ აცნობა სანდო წყარომ, რომ „იმედზე“ გარკვეული „პერეტრუბაციები“ იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ „თაიმერს“ წყაროს მიერ მოწოდებული კულუარული ინფორმაცია ობიექტურად არ მოეჩვენა და მისი გავრცელებისგან თავი შეიკავა. ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ინფორმატორი მართალი ყოფილა. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რაც მან მოგავწოდა, სიმართლესთან ახლოს არის.

„თაიმერის“ ინფორმატორი, რომელიც ტრადიციულად, თავის ვინაობას არც ამ ეტაპზე ამხელს, თუმცა თქმის ნება დაგვრთვო, მიგვეთითებინა, რომ სამთავრობო წრეებთან დაახლოებული პირია, ამბობს, რომ ოპერაცია „მაესტრო“ ჩავარდა და სწორედ ამით აიხსნება „იმედზე“ დაწყებული ჯერჯერობით არასიმპტომური ცვლილებები.

„მაესტროს“ ამბები, როგორც მე ვიცი, ისე უნდა მოგვარებულიყო, რომ აჟიოტაჟი არ მოყოლოდა, მაგრამ სცენარში ყველაფერი აირია და, როგორც კულუარებში გავივე, ეს ძმებ გაჩეჩილაძეების ამბიციის გამო მოხდა, ანუ დიდმა და პატარა „გრეჩიხებმა“, ალბათ, გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხმაურით დაბრუნებულიყვნენ და ამიტომ გოგელია-ასათიანის წყვილი, პრინცპში, დუელში გამოიწვიეს, თან ამ გამოწვევაში მათ ზურგს, როგორც დადასტურდა, ირაკლი რუხაძე უმაგრებდათ.

როგორც მახსოვს, ადრეც გითხარით, რომ რუხაძეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უნდა შემოსვლა. ერთი-ორი წლის წინ, ის თავის გარემოცვაში მიზანმიმართულად ყრიდა ხმებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს და მალე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მაშინ რუხაძის ახლობლები იმ მინიშნებასაც აკეთებდნენ, რომ მას მარტო დასავლეთში კი არა, მოსკოვშიც ჰყავს სანაცნობო წრე და ამიტომ, პრემირობისთვის კარგი კანდიდატურა იყო ორივე მხარისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და მისი ადგილი გიორგი კვირიკაშვილმა დაიჭირა, რუხაძე მიხვდა, რომ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა. იმ პერიოდის „იმედის“ ეთერს თუ გაიხსენებთ, ადვილად მიხვდებით, რომ გარკვეული ოპოზიციური ელემენტები გაჩნდა. ეს იმით აიხსნება, რომ რუხაძე, როგორც ჩანს, გაბრაზებული იყო, მაგრამ როგორც მე გავიგე, მერე დაუძახეს და უთხრეს, რომ სანერვიულო არაფერი ქონდა, რადგან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდებოდა და ყველაფერი გაკეთდებოდა, რომ გაემარჯვა კიდეც.

სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში „მაესტროს“ ამბები. რუხაძეს, ალბათ, ეგონა, რომ თუ „მაესტროს“ ომში თავს გამოიჩენდა, სახელისუფლებო კარიერის კიბეზე უფრო სწრაფად ავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან გოგელია ძალიან კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მას ტელევიზია, პრინციპში, არც არაფერში სჭირდებოდა და ყველაფერი, რაც „მაესტროს“ გარშემო ხდებოდა, ყველაფერი ჩვეულებრივი ბიზნეს-ვაჭრობა იყო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს ბიზნეს-ვაჭრობა ძალიან გასაკანდალდა, ანუ რუხაძემ მისია ვერ შეასრულა და მის გაპრეზიდენტებისა თუ გაპრემიერების ოცნებასაც კარგა ხნით წერტილი დაესვა. ამიტომ მან სტრატეგია შეცვალა და „იმედის“ ეტაპობრივად ოპოზიციურ რელსებზე გადაყვანის გადაწყვეტლება იქნა მიღებული,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასაც დროში აშკარად ემთხვევა შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტა. არადა, რამიშვილის გაშვება ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ცნობილია, რომ ის „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მეტ-ნაკლებად ლოიალურად არის განწყობილი.

ასე რომ არ ყოფილიყო, მას შემდეგ, რაც არხიდან ინგა გრიგოლია „უპარდნოდ“ გაუშვეს, შალვას „იმედის“ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ შოუს წაყვანას არ მიანდობდნენ.

„ჩემი ვარაუდი ასეთია, რომ რამიშვილის „იმედიდან“ გაშვება ამ ტელელვიზიაში და, ზოგადად, ქართულ მედიაში ახალი გადანაწლების საფუძველი უნდა გახდეს. ბუნებრივია, არავის უნდა ეგონოს, რომ ხელისუფლების სურვილით, მაგალითად, „რუსთავი 2“-დან ან, თუნდაც ტელეკომპანია „პირველიდან“ ვინმეს გაუშვებენ. თუ დაუკვირდებით, დღეს ყველაზე უმართვი ეს ორი ტელევიზაა, მაგრამ მედიაგადანაწილება, ალბათ, უფრო ინტერნეტმედიას შეეხება. იმას არ ვამბობ, რომ მეტ-ნაკლებად ცნობილი და რეიტინგული საინფორმაციო სააგენტოების მფლობელები შეიცვლებიან, მაგრამ ზოგს დაფინანსება შეუწყდება, მის ადგილზე კი, ახალი გაიხსნება.

აგრეთვე, არ გამოვრიცხავ, რომ ფული ბეჭდურ მედიშიც ჩაიდოს და იგივე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი გამოცემები გაჩნდნენ. ეს არჩევნების წინ გარკვეული პიარსვლა იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ის შემთხვევა იყოს, როცა მიზანი საშუალებას გაამართლებს,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

„თაიმერი“ დაინტერესდა და წყაროს კითხა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად ოპოზიციური გახდება თუ ხელისფლებაზე „წერტილოვანი დარტყმები“ განხორციელდება. მოსაუბრემ თქვა, რომ ალბათ, უფრო წერტილოვანი დარტყმები იქნება, რადაგნ რუხაძე და იგივე ოლიგარქ პატარკაციშვილის ოჯახი, ვისი საკუთრებაც ოფიციალურად არის „იმედი“, ხელისუფლებასთან ომით თავიანთ მდგომარეობას საფრთხეს არ შეუქმნიან.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 6, 2016 23:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,479
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics