იმედია,პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედავენ

საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას ხვალინდელ საპარლამენტო სესიაზე დაამტკიცებენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ამ პროცესში პრეზიდენტის და ადმინისტრაციის ჩართვას.

„დადგენილების პროექტში რჩება ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა არის გათვალისწინებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ გადახედავენ,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ პროცედურებს განმარტავს
შემდეგი სტატიაძარცვა სადღესასწაულო ცენტრში – წაღებულია ფული და ინვენტარი