“იმედია, შევიტან ჩემს წვლილს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში” – ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი

“იმედია, შევიტან ჩემს წვლილს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში” – დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული ელჩი პირველ კომენტარს აკეთებს. გარეტ უორდი საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ბოდლის ბიბლიოთეკას ესტუმრა, სადაც მე-17 საუკუნის ვეფხისტყაოსნის ორი ხელნაწერი ინახება და საგანგებოდ ვიდეოც ქართულ ენაზე ჩაწერა. დიპლომატი საქართველოზე საუბრობს და აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაღრმაველბად ყველაფერს გააკეთებს.

“ოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკასთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოს გარეთ ყველაზე დიდი ხელნაწერთა კოლექცია. ამ კოლექციამ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. აქ ვნახე ორი ხელნაწერი. ეს არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ეგზემპლარი და წავიკითხე ამ პოემის ინგლისური თარგმანი, ეს არის საოცარი ეგზემპლარი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ისტორია და კულტურა აერთიანებს და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში“ , – აღნიშნა გარეტ უორდმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ყურადღებით დააკვირდება – ვედანტ პატელი
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი არ მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი გარდაუვალია