“მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის მშენებელი კომპანია გამოვავლინეთ და პირველი გემი 2029 წელს შემოვაო. არა და, ეს პროექტი 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო.
ამ ხელისიფლების გეგმით, რიკოთი 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო და აზებაიჯანის საზღვრიდან თურქეთის საზღვრამდე ავტობანიც ამავე პერიოდში. ავტობანი კი არა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პატარა მონაკვეთი, რომელსაც ათი წელიწადია აშენებენ, როდის დამთავრდება, ისიც არავინ იცის.
ამათი დაპირებების ვადას ერთი ათი წელიწადი უნდა წაუმატო. იმედია, ბოლო დაპირებაა და სამ თვეში წავლენ პოლიტიკურ საიქიოში.”- წერს რომან გიცირიძე