იმედია, სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ არ აწამებდნენ და არც დემენცია სჭირდა, მის ოფისში თუ ვინმე მივა, მივა ის, ვინც მისგან და მისი რეჟიმისგან იყო დაჩაგრული – ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ითქვას ერთი რამ, იმედია, ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული აღარ არის, არ აწამებდნენ და არც დემენცია სჭირდა, ყველამ დავინახეთ, რომ სპეკულაციური გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზიანებაზე იყო მიმართული, არ შედგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს.

„რამდენად თანხვედრაშია მისი ეს სურვილები მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს კიდევ ცალკე საკითხავი თემაა. რაც შეეხება ამ მისაღებს, ალბათ იქ ძირითადად თუ ვინმე მივა, მივა ის, ვინც მისგან იყო დაჩაგრული და მისი რეჟიმის დროს მიღებულ ამ ტკივილზე პროტესტს გამოთქვამს. ისევე როგორც დღეს აპირებენ მისვლას მის დროს მოკლული და ნაწამები ხალხის მშობლები. ეს არის სააკაშვილის ცალკე პოლიტიკური აქტიურობა, რადგან მას პარტიასთან რეალურად კავშირი გაწყვეტილი აქვს. მისი პარტია რამდენიმე ნაწილად დაშლის პროცესს განაგრძობს. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, რომ ცალკე მიზიდულობის ცენტრი შექმნას ასეთი მოქმედებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაე იბრძოლონ კაცებმა, დაანებეთ თავი ქალებს და ბავშვებს, ეს ორივე მხარეს ეხება – პუტინი ისრაელის ომზე
შემდეგი სტატიამეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უკრაინისთვის – უკრაინისთვის დახმარების შემცირება მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის – ზელენსკი