იმედია, პრემიერის განცხადება უმრავლესობის თავქარიან წევრებს დაარწმუნებს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ

news
ავტ.: news ივნისი 1, 2016 11:27

იმედია, პრემიერის განცხადება უმრავლესობის თავქარიან წევრებს დაარწმუნებს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტის შენიშვნებს ეთანხმება, თუმცა უცნობია, მიიღებს თუ არა ვეტოს გაზიარებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ”ნაციონალური მოძრაობა”.

სხვა სტატიები

საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტის შენიშვნებს ეთანხმება, თუმცა უცნობია, მიიღებს თუ არა ვეტოს გაზიარებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ”ნაციონალური მოძრაობა”.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, პრეზიდენტის სწორად მოიქცა, როდესაც ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

”ქართულმა ოცნებამ” მაინც ჯიუტად გაიტანა ეს კანონი და პრეზიდენტი სწორად მოიქცა, როდესაც მას ვეტო დაადო. კარგი იქნება, თუ ისინი ამ მიმართულებით მაინც მოეგებიან გონს და მიხვდებიან, რომ აბსოლუტურად დინების, ყველაფრის, ყველანაირი ლოგიკისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ მიდიან და რომ ეს ძალიან სერიოზულად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის არამარტო ევროსაბჭოში, არამედ ევროკავშირთან მიმართებაშიც”, – განაცხადა გია ბარამიძემ.

”თავისუფალი დემოკრატები” კი იმედოვნებენ, რომ პრემიერის განცხადება, დაარწმუნებს ”ქართული ოცნების” ზოგიერთ ”თავქარიან” წევრს, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაიძლიოს.

”ველოდებოდით ამ ვეტოს და ეს ერთგვარი მოულოდნელად კონსტრუქციული დამოკიდებულება უმრავლესობის მხრიდან, ცოტა გასაკვირიც იყო. იმედს ვიტოვებ, რომ პრემიერის განცხადება იმ თავქარიან წევრებს, რომელიც მას ბევრი ჰყავს პარტიაში, დაარწმუნებს იმაში, რომ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა იყოს დაძლეული”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2016 11:27

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics