,,იმედია, მთავარ პროკურორად ისეთი კანდიდატი შეირჩევა, რომლის წარსული და აწმყო არ გააჩენს კითხვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ მთავარ პროკურორად ისეთი კანდიდატი შეირჩევა, რომლის წარსული და აწმყო არ გააჩენს კითხვებს მის პოლიტიკურ აფილაციასთან ან მიკერძოებასთან დაკავშირებით.
როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, პროცესის მიმართ უფრო მეტი ნდობისთვის აუცილებელია არასამთავრობო სექტორის ნდობა. ომბუდსმენი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროცესს უნდობლობა გამოუცხადა.

“ვერ გეტყვით როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, ვინაიდან არ ვარ ჩართული. ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა ამ პროცესს, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, რადგან ვთვლი, რომ სწორედ ამ სექტორის ნდობის გარეშე ძალიან რთული იქნება ზოგადად ამ პროცესის მიმართ გვქონდეს უფრო მეტი ნდობა. მე ვფიქრობ, რომ გასულმა კრიზისმაც და მიმდინარე საქმის გამოძიებამაც დაგვანახა თუ რამხელა პრობლემები არსებობს საგამოძიებო უწყებებში, როგორც დამოუკიდებლობის, ასევე პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ამიტომ ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ისევე, როგორც დიდი მნიშვნელობა ექნება კანდიდატურის მიმართ ნდობისა და კონსენსუსის არსებობას საზოგადოებაში. იმედია ამას სწორად გაიაზრებს ხელისუფლება და იქნება ისეთი კანდიდატი არჩეული, რომელიც თავისი წარსულითა და აწმყოთი არ გააჩენს კითხვებს პოლიტიკურ აფილაციასთან ან მიკერძოებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ხორავას ქუჩის საქმეზე არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც გამოძიებას საერთოდ არ დაუკითხავს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის პროტესტი გრძელდება – მოკლული მოზარდის მამა შსს-ს ეზოში რჩება