,,იმედია, მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის პროექტს ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს”

იმედია, ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის შესახებ პროექტს და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

„არ შეიძლება კეთილსინდისიერად ითვლებოდეს მოსამართლე, რომელმაც მხოლოდ 4 საქმე განიხილა უზენაეს სასამართლოში 7 წლის განმავლობაში. არ შეიძლება კეთილსინდისიერად ითვლებოდნენ მოსამართლეები, რომლებიც წინასწარ გეგმავენ საკუთარ ინტერვიუებს და კითხვებს უთანხმებენ ერთმანეთს. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს პროექტს და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს და ეს იქნება გახსნილი პროცესი. თუ ხელისუფლება ასე არ გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მთავრობას არ სურს ჯანსაღი პროცესის წარმართვა, არამედ სურს იმ სიის გატანისთვის შეფუთვის გაკეთება“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის ადვოკატი-ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო
შემდეგი სტატია,,იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას, ფურცელზე ვინ დააწერინა მოსამართლეობის კანდიდატის ათი სახელი და გვარი”