“იმედია მიპასუხებთ ბატონო ირაკლი” – მელია კობახიძესთან დარეკვას და პირობის შეხსენებას აპირებს

ნიკა მელია, 2020 წლის არჩევნების Ipsos-ის ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა და თქვა, რომ როგორც თბილისში, ისე გლდანში გაერთიაებული ოპოზიცია გაიმარჯვებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ 35% ჯამური თბილისში აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და დამარცხდა “ოცნება”, მე როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე ეს არის 50% ამაში ეჭვი არ მეპარება, წინასწარი მონაცემებით გლდანი ოპოზიციამ უპირობოდ გაიმარჯვა პირველ ტურში, ქართულმა ოცნებამ თვალი გაუსწორა რეალობას” თქვა ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში, ნიკა მელიამ

იგი ასევე ირაკლი კობახიძეს დანაპირებს ახსენებს პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე და “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდან მიმართავს:

“მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას 10-ის 5 წუთზე და იმედია ბატონო ირაკლი მიპასუხებთ,” – მიმართავს მელია კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ოპოზიციის ერთი მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი პოლიტიკიდან წავიდოდა.

„მოლოდინი მქონდა, რომ ოპოზიცია ჯამურად გაიმარჯვებდა და ოპოზიციამ ჯამურად გაიმარჯვა. სულ რაღაც ათი წუთის წინ გაათავისუფლეს ჩვენი შტაბის დაკავებული წევრები. წარმოუდგენელი იარაღის მუქარის ქვეშ დააკავეს, მაგრამ მიხვდნენ და შედეგების გამოცხადებისთანავე, ზუსტად ათ წუთში გაათავისუფლეს“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ საარჩევნო ეგზიტ-პოლი წარადგინა, რომელიც მათი დაკვეთით ჩატარდა