„იმედია, „ყაველა“ თავისივე გინებას არ შეიწერს და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკას მიაწვება“ – ლაშა მგელაძე

პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი ლაშა მგელაძე მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და სოცქსელში წერს:
„ნუ ნერვიულობთ“ მნიშნველობა არ აქვს ვინ რომელ პოლიტიკურ თანამდებობაზე იქნება მაშინ, როცა ყველაფერს ერთი კაცი – „მამა და მარჩენალი“ წყვეტს ამ ქვეყანაში…
ყველამ ფეხბურთზე შეიყვანეთ ბავშვები ამ ქვეყანაში „ყველაზე მაგარი პოლიტკოსები ფეხბურთელები ხდებიან“…
იმედია ყაველა თავისივე გინებას არ შეიწერს და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკას მიაწვება,
ჰო მართლა, ეს ის კაცი არ არის ევროპის და ამერიკის „მზაკვრული“ პოლიტიკისთვის ფარდა რომ უნდა აეხადა და ახლაც რომ ბლუკუნობს ეთერებში… მგონი უკვე შეწერილი აქვს და ისე მოდის პრეზიდენტად…
P.შ. ოცნების ამომრჩველო ხომ არ ნანობთ ხმა ქოცებს რომ მიეცით? პრინციპში რატომ უნდა ინანოთ „ბუმბერაზი“ პრეზიდენტი აარჩია მამა და მარჩენალმა – ნიჭი აქვს ამ კაცს კადრების შერჩევის და გაიარეთ ხოლმე კონსულტაცია…

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

banner
წინა სტატიაში“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება
შემდეგი სტატიამელია: ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით უფრო მეტია ვიდრე ყაველაშვილი?