“იმედია, ეს თქვენი სამაგიდო წიგნი გახდება” – აბაშიძემ კვირიკაშვილს კოალიციის საარჩევნო პროგრამა გადასცა

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებები შეახსენა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა გადასცა.

„თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე აბაშიძემ კვირიკაშვილს სთხოვა, საარჩევნო პროგრამას გადახედოს და ხვალ პასუხი გასცეს საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაპირება შეასრულა კოალიციამ.

„მინდა გადმოგცეთ კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც შეიძლება გაქვთ, თუ არ გაქვთ იმედია, ეს თქვენი სამაგიდო დოკუმენტი გახდება, რადგან ამ დოკუმენტით მოვიდა ეს ძალა ხელისუფლებაში. დაწყებული სამართლიანობის პრინციპის აღდგენით, დამთავრებული უმუშევრობის დამარცხებით. იმედია, ამ პროგრამას გადახედავთ და ხვალ გასცემთ პასუხს, თუ რა შესრულდა ამ პრგრამით, რა არ შესრულდა და რა ვერ შესრულდება საერთოდ“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დრო მუშაობს იმის წინააღმდეგ, რომ ქართველებმა აფხაზები და ოსები დაიბრუნონ
შემდეგი სტატიასაზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან გიგი უგულავას შეწყალებას ითხოვენ