იმედია, 20 წელში, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით – ლაიენი

“იმედი მაქვს, 20 წელიწადში, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით”. – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ.

ლაიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, “ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს”.

ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია ბოლო წლებში უკრაინამ ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწია, თუმცა ქვეყანაში კიდევ არაერთი რეფორმა უნდა გატარდეს.

“ჩვენი რეკომენდაცია ამაზე ყურადღებას გაამახვილებს”. – თქვა ლაიენმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – ივნისში რუსეთმა შესაძლოა, ცოცხალი ძალის დანაკარგების 40 000-იან ნიშნული გადაკვეთოს, მრავალი ათწლეულის განმავლობაში არც ერთ სხვა ომში მათ ამდენი არ დაუკარგავთ​