,,იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის”

იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდრეს მამიკინსმა განაცხადა.
კითხვაზე ევროკავშირის წევრობის რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, მამიკნსი აცხადებს, რომ ეს არის კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ არის.

„ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მომავალი წლის ნოემბერს. ჩვენ გვეყოლება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი. კომისიის პრეზიდენტი აღარ იქნება იუნკერი. იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სფეროებში.
“საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ არის, საქართველო ამ მიმართულებით დიდ ძალისხმევას ავლენს. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ასევე სჭირდება ჩვენი ცოდნის გაზიარება ისეთ საკითხებში, როგორიც არის ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და ა.შ.”, – აღნიშნა ანდრეის მამიკინსმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარული სესიის განრიგის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე კენჭისყრა 14 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნულ ბანკს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს
შემდეგი სტატიანუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია