„იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ”-დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საბოლოოდ შეთანხმება შედგება.

„იმედი მაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ჩვენი მხრიდან კეკლუცობა, ტაქტიკა არ არის, რომ მოლაპარაკებებზე დავდივართ. არა, შედეგზე ვართ ორიენტირებული და შედეგს მივაღწევთ“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, „თუ შედეგი ვერ მიიღწევა, „შენების მოძრაობა“ რევოლუციურ სცენარს განიხილავს? ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესები იგივენაირად განვითარდეს“, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა რევოლუციას ხელისუფლება ამწიფებს.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა რევოლუციური ცვლილება საქართველოში აღარ მოხდეს.

„ხელისუფლებას შეყავს ხოლმე მდგომარეობა ჩიხში და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს და ამისთვის ხელისუფლება უნდა მოეგოს გონს, ამ ჩიხიდან გამოვიდეს“ ,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მმართველი გუნდის წინადადება არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან”
შემდეგი სტატია“ანუ რა ითქვა :პროპორციული სისტემით არჩევნებს 2024 წელსაც არ ჩავატარებთ”