“იმედი მაქვს, სასამართლოზე ვერანაირ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ განახორციელებს ივანიშვილი”

ე.წ. კაბელების საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ელოდება ყოფილი თავდაცვის მინისტრი. როგორც ცნობილია, პროცესი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით განაჩენი დადგება.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ საპროტესტო აქციები გამართონ.

„მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ სასამართლოზე ვერანაირ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ განახორციელებს ივანიშვილი, რადგან ადამიანებს აქვთ პირადი თავდადების მაგალითები მანამდეც და ექნებათ მომავალშიც, ამიტომ ვთვლი, რომ სასამართლო სისტემაშიც არიან კეთილსინდისიერი ხალხი, რომლის იმედად უნდა ვიყოთ,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ბრალდებულებმა, რომლებსაც 4 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართეს.

მოსამართლე უკვე გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის გამოცხადდება განაჩენი.

პროცესის ორივე მხარეს მოსამართლემ განუცხადა, რომ მათ ამის შესახებ წინასწარ ეცნობებათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიასასამართლოს რეფორმაზე მესამე სექტორის ინიციატივებს ნინო გვენეტაძე არ იზიარებს