“იმედი მაქვს, საბოლოოდ მივიღებთ პლატფორმას ამ არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტუნარიანი იქნება”

„იმედი მაქვს, საბოლოოდ მივიღებთ პლატფორმას ამ არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტუნარიანი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი მიმდინარე პროცესზე მეთვალყურეობასა და არჩევნების მონიტორინგს გააგრძელებს.

„მივესალმებით პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას და ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული პროცესის წინსვლისთვის. ჩვენს ერთობლივ განცხადებაშია არ გვითქვამს, რომ მივესალმებით მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო დიალოგში, რომელმაც 8 მარტის დიალოგი აქამდე მოიყვანა. ჩვენ გავხდით სხვადასხვა მხარისგან აქტიური მონაწილეობის, კომპრომისის მზაობის მოწმე, რამაც გახადა შესაძლებელი ის შეთანხმება, რომელიც ახლა პარლამენტში განხორციელდა. მინდა მადლობა გამოვხატო მათ მიმართაც, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროცესის მეთვალყურეობასა და არჩევნების მონიტორინგს. დღევანდელი შეხვედრის მიზეზი არჩევნებისთვის მზადების შემდეგი ეტაპი იყო, საუბარია საარჩევნო კოდექსზე. ვნახავთ რა შედეგები გვექნება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პროექტში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე-ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს
შემდეგი სტატია“ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს”