„იმედი მაქვს რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლო ადექვატურ დასკვნას გამოიტანს“ – ვიქტორ დოლიძე

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე საქართველოში მედიათავისუფლებასთან დაკავიშირებით კომენტარს აკეთებს. დოლიძე აცხადებს, რომ იგი იმედოვნებს, სტრასბურგის სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე ადექვატურ გადაწყვეტილებას გამოიტანს:

„პრესისა და მედიის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ, მაშინ როდესაც საუბარია დღევანდელ ვითარებაზე, გადავავლოთ თვალი რამდენიმე წლის წინ როგორ იყო და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები, ზოგადად ვამბობ, რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია იმისკენ, რომ უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა და არანაირ ჩარევაზე საუბარი არ უნდა იყოს, მაგრამ თავისუფლება არის ერთი თემა მედიისა და პრესის, ასევე კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფლება ასევე მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ადექვატურ დასკვნას და გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : საზოგადოება კარგად ხედავს, ხელისუფლების მიზანს თავისუფალ მედიასთან მიმართებაში
შემდეგი სტატიაყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს