“იმედი მაქვს, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა”- კობახიძე ჟვანიას საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ამის შესახებ მან ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა და უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„უნდა დასრულდეს საბოლოოდ გამოძიება და სასამართლო პროცესი. ამას უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება კითხვებს, კითხვები საზოგადოებაში არსებობდა და დღემდე არსებობს. იმედი მაქვს, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილი პრემიერის ზურა ჟვანიას საქმის ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. მესამე ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის სარჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს უკვე გაუგზავნა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დავით დევნოზაშვილი დააკავა
შემდეგი სტატიადიმა ბიძინაშვილი: „თბილისის მერია დაგვცინის!“