“იმედი მაქვს, რომ ფორუმის მონაწილეები საქართველოდან ზუსტად იმ ემოციებით წავლენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი CAMCA-ს რეგიონული ფორუმის საქართველოში ჩატარებას მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმები გამრავლდა.

„იცით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ თავდაცვისა და უსაფრთხოების უზარმაზარი კონფერენცია ჩატარდა თავდაცვის სამინისტროს ეგიდით და ვარშავამდე მიმავალ გზაზე. ასეთი ფორუმების გამრავლება, ასეთი მაღალი რანგის სტუმრების ქვეყანაში ყოფნა, ბუნებრივია, მხოლოდ ეხმარება და ადგება პროცესს, რომელმაც საქართველოს წარმატება უნდა უზრუნველყოს. ამიტომ მადლობა მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს მიწვევა მიიღეს, განსაკუთრებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი საქართველოდან ზუსტად იმ ემოციებით წავლენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თინა ხიდშელმა.

CAMCA-ს რეგიონული ფორუმის მიმდნარეობს, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტის მიერ. ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშილუკა ფეიქრიშვილი ვარაუდობს, რომ მას საპარლამენტო არჩევნებამდე დააკავებენ
შემდეგი სტატიაენმ-ს სახელით სიღნაღში კენჭს ლევან ბეჟაშვილი იყრის