“იმედი მაქვს, ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი”

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის მაქსიმალური კეთდება.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარებაა. მეც მქონდა კომუნიკაცია პრაღიდან ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, მას შემდეგ რაც რუსი კოლეგის მხრიდან მოვისმინე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებდნენ. მე მას ვთხოვე, რომ რაც ჩემთან ისაუბრა, ის ქართველი ჟურნალისტებისთვის ეთქვა და მან ეს კომენტარი გააკეთა. გავიდა გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღეზე მეტი და სამწუხაროდ, ბატონი ვაჟა ჯერ არ არის განთავისუფლებული. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური კეთდება. თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს, თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ სწრაფად და უახლოეს დროში მოგვარდეს”, – ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი-მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი