,,იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გამოძიების ფორმალური დაწყება”

ია კერზაის შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების დაწყება დაგვიანებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. „ეს არის ძალან მნიშვნელოვანი, თუნდაც დაგვიანებით, ვინაიდან მათ მოუწევთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მტკიცებულებების გამოკვლევა. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფორმალური დაწყება. ჩვენ მივადევნებთ თითოეულ მოქმედებას თვალყურს და ეს უნდა იყოს ეფექტური. მათი განცხადებიდან როგორც ჩანს, რაღაც დამატებით მტკიცებულებას ელოდებოდნენ, შესაბამისად, ახლა მიიღეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება უფრო იმ პროცესებმა დააჩქარა, რაც ვითარდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. იგივე საკომიტეტო მოსმენა. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ არ შეიძლებოდა ამ საქმეზე არ დაწყებულიყო გამოძიება. ალბათ საზოგადოებრივმა აზრმაც იქონია გავლენა. მე მარტო არ ვიყავი, დეპუტატების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ამ საქმეში, რომლებიც ერთობლივად თავის წვლილს დებდნენ იმაში, რომ გამოკვეთილიყო დანაშაულის ნიშნები“, – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/532328-bachana-shengelia-imedi-makvs-rom-es-ar-ikneba-gamoziebis-pormaluri-dacqeba

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიატრამპის თქმით ის ყველა ყოფილ პრეზიდენტზე მეტს მუშაობს